Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ვიზიტი ბრატისლავას ეკონომიკის უნივერსიტეტში

თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის პროფესორების წარმატებული ვიზიტი ბრატისლავას ეკონომიკის უნივერსიტეტში

ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ERASMUS + პროგრამის ფარგლებში ასოცირებული პროფესორი ეკა ლეკაშვილი და ასისტენტ პროფესორი ნინო ლობჟანიძე  მიწვეულები იყვნენ სლოვაკეთში, ბრატისლავას ეკონომიკის უნივერსიტეტში 14.04.2024 – 20-04.2024 პერიოდში  საერთაშორისო კრედიტ მობილობის პროგრამის ფარგლებში. თსუ-ს წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობდნენ სარაევოს უნივერსიტეტის (ბოსნია-ჰერცოგოვინა) და აზერბაიჯანის ეკონომიკის სახელმწიფო უნივერსიტეტის (აზერბაიჯანი) წარმომადგენლები.

მობილობის პერიოდში შედგა შეხვედრა მასპინძელი უნივერსიტეტის  საერთაშორისო ოფისის ხელმძღვანელთან, კვლევისა და განვითარების, სადოქტორო პროგრამების დეპარტამენტის წარმომადგენლებთან, მობილობით ჩამოსული და წასული სტუდენტების კოორდინატორებთან, უცხოენოვანი  პროგრამების კოორდინატორთან. წარმოდგენილი იქნა პრეზენტაცია ბრატისლავას ეკონომიკის უნივერსიტეტის ზამთრის და საზაფხულო სკოლების შესახებ, ასევე, ბრატისლავას ეკონომიკის უნივერსიტეტის უცხოენოვანი პროგრამების, ამ პროგრამებზე უცხოელი სტუდენტების შერჩევის პროცესის, კრიტერიუმების, საჭირო დოკუმენტაციის, პროცესის დროში დაგეგმვის, საფასურის და სხვა საკითხებზე. ნაყოფიერი შეხვედრა  გაიმართა ბრატისლავას ეკონომიკის უნივერსიტეტის ეროვნული ეკონომიკის ფაკულტეტის ეკონომიკური პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელთან პროფესორ  მარტინ ლაბაჯთან და ეროვნული ეკონომიკის ფაკულტეტის წარმომადგენლებთან ასოცირებულ პროფესორ მარტინ ჰადკოვსკისთან და სხვებთან ერთობლივი კვლევების და სტატიების თემატიკის საკითხებზე. მოგვიანებით თსუ-ს პროფესორები დაესწრნენ და მონაწილეობა მიიღეს სადოქტორო სემინარში - “Market Power and Regulation in Pharmaceutical Markets”.

მობილობის პერიოდში თსუ-ს პროფესორები ასევე, შეხვდნენ თსუ-ს მობილობით ჩასულ სტუდენტებსაც, რომლებმაც გააცნეს საკუთარი გამოცდილება მობილობის, სწავლა-სწავლების, ბრატისლავაში არსებული საერთო გარემოს საკითხებზე. მათი შეფასებით მთლიანობაში ბრატისლავას ეკონომიკის უნივერსიტეტმა მოლოდინს გადააჭარბა.